
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი დაიბარა, რათა რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმოს.
როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამის მიზეზი გასულ თვეში რუსეთის მიერ ბრიტანელი დიპლომატის უსაფუძვლო გაძევებაა.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ გასულ თვეში ბრიტანელი დიპლომატის გაძევების შესახებ უმიზეზო, გაუმართლებელ გადაწყვეტილებას და ჩვენი თანამშრომლების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს. რუსეთის ელჩის დაბარებით საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) ნათლად განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ შეეგუება ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების დაშინებას, ამიტომ დღეს საპასუხო ზომებს ვიღებთ რუსი დიპლომატის აკრედიტაციის გაუქმებით“, – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების „მუშაობის ჩაშლას“ და კიევისთვის ლონდონის მხარდაჭერის შეფერხებას.
0
0