
დიდი ბრიტანეთი პუტინის გამო არ შეუერთდება ტრამპის ე.წ. მშვიდობის საბჭოს სადამფუძნებლო შეთანხმების ხელმოწერას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლონდონი მტკიცედ უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებისკენ მიმართულ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას, რომლის წარდგენასაც ტრამპი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აპირებს.
კითხვაზე, შეუერთდება თუ არ დიდი ბრიტანეთი „მშვიდობის საბჭოს“, ივეტ კუპერმა უპასუხა:
„წინ არის ძალიან დიდი მოცულობითი სამუშაო. დღეს ჩვენ არ ვიქნებით ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რადგან საქმე ეხება იურიდიულ დოკუმენტს და ის გაცილებით ფართო საკითხებს მოიცავს. ამასთან, შეშფოთებული ვართ პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით ისეთ რამეში, რაც მშვიდობას ეხება, როდესაც ჩვენ ამ დრომდე ვერ ვხედავთ პუტინისგან ნიშნებს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების ვალდებულებას დაიცავს“, – განაცხადა ივეტ კუპერმა.
0
0
ღაზის „მშვიდობის საბჭო“ ოფიციალურად დაფუძნდა
22/01/2026