05/07/2024
22:15
მსოფლიო
![main-img]( /storage/files/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98.jpeg )
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გამოაცხადა.
ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალურ X გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის მინისტრის პოსტი ჯონ ჰილმა დაიკავა, ბრიტანეთის ხაზინის მდივნად დარენ ჯონსი დაინიშნა, თემთა პალატის ლიდერი ლუსი პაუელი გახდა, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში ჩაუდგა დევიდ ლემი.
„ჩემთვის დიდი პატივია საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივნად დანიშვნა. მსოფლიო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა, ჩვენ ამას გავუმკლავდებით დიდი ბრიტანეთის ძლიერი მხარეების წყალობით. ჩვენ, ბრიტანეთს გავაერთიანებთ ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა დევიდ ლემმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.
შეგახსენებთ, ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ლეიბორისტულმა პარტიამ 411 ადგილი მოიპოვა.
4 ივლისის არჩევნებში კონსერვატიული პარტიის დამარცხების შემდეგ, რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა.
0
0