10/05/2023
11:10
მსოფლიო
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი აპირებს, რომ რუსეთის დაქირავებული სამხედრო შენაერთი, „ვაგნერის ჯგუფი“, ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად აღიაროს.
როგორც გამოცემა Times-ი წერს, დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, „ვაგნერის ჯგუფს“ ფინანსურ სანქციებსა და სხვა ჯარიმებს დაუწესებს.
„დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ორი თვის განმავლობაში აწარმოებდა; რამდენიმე კვირაში, ევროპულ კომპანიებსა და მოქალაქეებს „ვაგნერის ჯგუფთან“ ურთიერთობა და შეხვედრებზე დასწრება აეკრძალებათ, ხოლო მისი მხარდაჭერა ან მისი ლოგოს საჯაროდ ტარება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
„ვაგნერის ჯგუფს“ ასევე დაუწესდება ფინანსური სანქციები, რომლებიც შეზღუდავს მის შესაძლებლობებს, მოიზიდოს ფული ბრიტანეთის ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთში „ვაგნერის ჯგუფი“ ან მასთან დაკავშირებული პირები ოპერირებენ,“ - წერს The Times-ი.
გამოცემის ინფორმაციით, არსებობს "ეჭვები", რომ მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქებისა და ვლადიმერ პუტინის მოკავშირეების მიმართ ფინანსური სანქციები დაწესდა, „ვაგნერის“ წევრები დიდი ბრიტანეთიდან თანხის გადარიცხვის ოპერაციებში მონაწილეობდნენ.
ცნობილია, რომ „ვაგნერის ჯგუფის“ დაქირავებული მებრძოლები უკრაინის ქალაქ ბახმუტზე რუსეთის არმიის თავდასხმას მეთაურობდნენ.
0
0