
დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული ვერტმფრენების სამიზნე რუსული წყალქვეშა ნავები იქნება, რადგან, ზამთრის დადგომასთან ერთად, ომი ახალ ფაზაში შედის .
„დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამ ვერტმფრენს გაგზავნის,“ - განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა, პროფესორმა მაიკლ კლარკმა.
მაიკლ კლარკის განმარტებით, უკრაინელ სამხედროებს ექვსკვირიანი წვრთნა დასჭირდებათ წყალქვეშა ომისთვის გამოსაყენებელ აღჭურვილობის შესასწავლად.
„უკრაინელები უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობას იღებენ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილზე, სევასტოპოლის დასავლეთით. ერთადერთი, რისი გაკეთებაც რუსებს თავდაცვისთვის რეალურად შეუძლიათ შავი ზღვის აკვატორიის ამ ნაწილში, არის წყალქვეშა ნავების გამოყენება, რომლებიც საკმაოდ ბევრი აქვთ შავი ზღვის ფლოტში. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ვერტმფრენები გამოყენებული იქნება წყალქვეშა ნავებზე თავდასხმისთვის. იმავდროულად, ახლა უკრაინაში ზამთრის დასაწყისია და ტემპერატურა შეიძლება წელიწადის ამ პერიოდისათვის შეიძლება ნორმალური იყოს, ვთქვათ, დღის განმავლობაში მინუს სამი ან ოთხი გრადუსი. მაგრამ თუ ციმბირში ანტიციკლონი დაფიქსირდება, მაშინ ტემპერატურა -20-მდე დაეცემა, რაც სიცოცხლისათვის საშიშია.
ჩემი ვარაუდით, ამინდის ასეთ პირობებში, რუსული ჯარის დიდი ნაწილი სანგრებში გაიყინება, რადგან უკრაინელების დასავლურ აღჭურვილობასთან შედარებით, მათ არასათანადო ხარისხის აღჭურვილობა აქვთ.
ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო ასპექტიც: რუსები ცდილობენ, უკრაინა ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ. ეს არის ომის ახალი ფაზა, რომელიც ამ კვირიდან რთულდება.
0
0