
„დღევანდელი დღის შედეგად უკრაინას მეტი ლეტალური დახმარება ექნება. რიგმა ქვეყნებმა წარმოადგინეს ახალი იდეები და უფრო მეტი ფულის დაპირება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საბრძოლო მასალასა და ანტისაზენიტო იარაღს.
უოლესმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსეთი „პატარა ქვეყნად“ იქცა.
„პრეზიდენტ პუტინს აღარ აქვს ის ძალა, რაც ადრე ჰქონდა. ახლა ის არის ადამიანი „გალიაში“, - დასძენს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი.
მინისტრის თქმით, რუსული ძალები, როგორც ჩანს, გადაჯგუფდებიან და ყურადღებას ამახვილებენ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზე.
„ჩვენ ეს ადრეც ვნახეთ. სიტუაცია ყოველთვის უარესდება. ეს იწვევს უფრო მეტ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
0
0