24/02/2023
12:43
პოლიტიკა
„დიდი ბრიტანეთი უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მოკლე ვადაში არ გაუგზავნის. ერთი რამ, რაც ამ კონფლიქტიდან ვისწავლე არის ის, რომ ვერაფერს დავუშვებთ ან ვერც გამოვრიცხავთ,“ - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.
როგორც ცნობილია, უკრაინა თვეების განმავლობაში სთხოვდა დასავლეთს მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ გამოუთქვამს კიევისათვის სამხედრო ავიაციის მიწოდების სურვილი. ამის ნაცვლად, ბევრმა ქვეყანამ უკრაინისთვის ტანკების და სხვა ჯავშანტექნიკის მიწოდება ამჯობინა.
„ბრიტანეთმა კიევს თითქმის 14 ტანკი და ვერტმფრენი მიაწოდა. უკრაინისთვის ნებისმიერი ტიპის იარაღის ჩუქებისას ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვუზრუნველყოფთ სამხედრო წვრთნებსა და დამატებით შესაძლებლობებს. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება მოიერიშე თვითმფრინავებს, ეს ნიშნავს ასობით ადამიანის გაგზავნას, დასავლეთი კი არ აპირებს უკრაინაში ამ მასშტაბებით ჯარების შეყვანას,“ - აღნიშნა ბენ უოლესმა.
კითხვაზე, დგას თუ არა დიდი ბრიტანეთის იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგის ამოწურვის პრობლემის წინაშე, მინისტრმა თქვა: „ასეთი პრობლემა არ არსებობს, რადგან მთავრობამ უკვე დაიწყო ახალი ირაღის დამზადებისთვის შეკვეთების გაცემა. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მიწოდების ჯაჭვისა და ალტერნატიული წყაროების მოძიების თვალსაზრისით. ასევე იგეგმება საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა”.
0
0