02/08/2023
14:29
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დახმარებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის შემცირების შედეგად, აფრიკაში, ორსულობისა და მშობიარობის დროს ათასობით ქალი დაიღუპება.
ქვეყნის საჯარო მოხელეების შეფასებით, თითქმის 200 000 ქალს ასევე სახიფათო აბორტი ემუქრება: „თავიდან აცილებული არაუსაფრთხო აბორტების რიცხვი თითქმის 300,000-დან 115,000-მდე, ხოლო დედების სიკვდილიანობის თავიდან აცილების სტატისტიკა 2,531-დან 1,000-მდე შემცირდება“.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხარჯების დაზოგვის მიზნით, ბიუჯეტი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში შემცირდა, მაგრამ შემდეგ თითქმის გაორმაგდება.
სამინისტროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ავღანეთისთვის ფინანსური დახმარების 76%-ით შემცირება მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის ქალებსა და თინეიჯერ გოგონებს კრიტიკული სერვისების გარეშე დატოვებს.
ანგარიშის მიხედვით, ავღანეთისთვის ფინანსური დახმარების 76%-ით შემცირების შედეგად, საგარეო საქმეთა სამინისტრო „ვერ შეძლებს ქალების უზრუნველყოფას ჯანდაცვის კრიტიკული სერვისებით“.
იემენში ნახევარი მილიონი ქალი და ბავშვი ვერ მიიღებს ჯანდაცვის მომსახურებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იემენის ჯანდაცვის სისტემების ხანგრძლივი რღვევა, თუ სხვა დონორებს მათი დაფინანსება არ შეეძლებათ.
სომალისა და სამხრეთ სუდანისთვის ჰუმანიტარული ბიუჯეტის შემცირება ნიშნავს, რომ "27,000 ბავშვი, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებებიან, მკურნალობით უზრუნველყოფილნი ვერ იქნებიან და მათგან 12% (3,000) შეიძლება დაიღუპოს".
დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა ენდრიუ მიტჩელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარების ხარჯები მომავალ წელს გაიზრდება და თითქმის გაორმაგდება აფრიკისთვის.
აღნიშნული შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა მიეცა, რომ ბრიტანეთში ლტოლვილების საცხოვრებლად გამოყოფილი ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედი ნაწილი დაეხარჯა.
0
0