
ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ესპანეთსა და საფრანგეთთან ერთად გავრცელებულ ერთობლივ განცხადებებში აღნიშნა.
მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა, და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ, ედ მილიბენდმა, განაცხადეს, რომ წლევანდელი ტყის ხანძრები და ექსტრემალური სიცხე „კლიმატის კრიზისის შედეგია“.
„წელს ტყის ხანძრებმა აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება უკვე ეროვნული უსაფრთხოების კრიზისად იქცა, რომლის წინაშეც ევროპა დგას და რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მინისტრები უფრო აქტიური შიდა და საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, რათა შემცირდეს პლანეტის დათბობის გამომწვევი ემისიები და ქვეყნები უკეთ მოერგონ კლიმატის ცვლილების პირობებს. მათ ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებისადმი ერთგულება.
0
0
ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო
30/07/2026