10/04/2022
13:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს დიდ ბრძოლებში, მათ შორის დონბასში გამარჯვების შემდეგ შეხვდება.
ამის შესახებ პოდოლიაკმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
„ადვილია იმის თქმა, რომ ერთ-ორ კვირაში პრეზიდენტების დონეზე შევხვდებით. არა. ეს მოხდება შემდეგი გზით. უკრაინა უკვე მზად არის დიდი ბრძოლებისთვის, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ბრძოლები, მათ შორის დონბასში, რის შემდეგაც უკრაინას მოლაპარაკებებში ექნება უფრო არსებითი პოზიცია, რომლის მიხედვითაც მას შეეძლება გარკვეული პირობების კარნახი. ამის შემდეგ პრეზიდენტები შეხვდებიან. ამას შეიძლება ორი კვირა დასჭირდეს, შესაძლოა სამი.რუსეთს ჯერ ბოლომდე არ ესმის, რომ უკრაინასთან აუცილებელია საუბარი თანაბარ პირობებში, სულ მცირე და მაქსიმუმ კი, უნდა უსმინოს უკრაინას,-” განაცხადა პოდოლიაკმა.
0
0