
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ პუტინთან დაახლოებულ წრეებში აზრები მისი ლიკვიდაციის შესახებ უკვე გაჩაღებულია. მისი თქმით, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს მოწამლავენ.
„რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელთან დაახლოებული ადამიანები მას არ ეწინააღმდეგებიან, რადგან ესმით, რომ ქონება და ძალაუფლება მხოლოდ მისი „მეფობის“ დროს აქვთ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, პუტინის გარემოცვაში ვითარება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანები გააცნობიერებენ, რომ ხალხმა მათი ლიდერი „მასიურად დაამარცხა“. ამ დროს კი „დაიწყება მართლაც სისხლიანი ბრძოლა“.
„მე ვფიქრობ მასთან მოლაპარაკება არ იქნება. დიდი ალბათობით, მოწამლავენ. ის არის ვირთხა, რომელიც კუთხეშია მიმწყვდეული“, - დასძინა არესტოვიჩმა.
0
0