25/08/2023
12:48
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი „ძალიან სავარაუდოა“, თუმცა „დამადასტურებელი მტკიცებულება“ არ არსებობს.
„ჯერჯერობით, არ არსებობს საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ პრიგოჟინი ბორტზე იმყოფებოდა. ისიც ცნობილია, რომ პრიგოჟინი უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს. თუმცა, დიდი ალბათობით, ის მართლაც დაღუპულია. ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ღრმა დესტაბილიზაციას მოახდენს „ვაგნერის“ ჯგუფზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, „ვაგნერის“ ჯგუფის ამბოხებიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, 23 აგვისტოს საღამოს ტვერის რეგიონში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი Embraer ბიზნესჯეტი ჩამოვარდა. ის მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ევგენი პრიგოჟინიც.
0
0