
დენისენკომ აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება გააკეთოს კომენტარი იმაზე, იყო თუ არა კადიროვი უკრაინაში. ვიდეოს გავრცელებას კი ის უკავშირებს იმ დანაკარგების გამართლებას, რომელიც უკრაინამ მიაყენა.
„შეუძლებელია ჩეჩნეთში ამ გვარდიის ზოგიერთი ელიტური ქვედანაყოფების დანაკარგის დამალვა, ამიტომ მას სჭირდებოდა ეჩვენებინა, რომ იბრძოდა, უნდა ეჩვენებინა, რომ თითქოს ფრონტზე იყო და გარკვეულ ოპერაციებს გეგმავდა“, - განაცხადა შს მინისტრის მრჩეველმა.
მისი თქმით, კადიროველებს სურდათ ბავშვების ხელში ჩაგდება კიევის რეგიონში, რათა დააშანტაჟონ მსოფლიო და უკრაინა.
მინისტრის მრჩევლის თქმით, საბედნიეროდ ბავშვების ევაკუაცია დროულად მოხდა.
„დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კადიროველების ერთ-ერთი მიზანი იყო, ფაქტობრივად, ბავშვთა სახლი ქალაქ ვორზელში, ბავშვების მძევლად აყვანა და შემდეგ უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟი“, - განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.
კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ ის იმყოფებოდა კიევის რეგიონში, გოსტომელში და ახლა „კიევთან კიდევ უფრო ახლოს არის“.
რამდენიმე რუსული პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ კადიროვი შესაძლოა, უკრაინაში იმყოფებოდეს. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, თუ კადიროვი მართლაც კიევთან ახლოს იქნება, უკრაინის შეიარაღებული ძალები მას აუცილებლად გაანადგურებენ.
0
0