06/09/2023
10:37
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში “ვაგნერის” ჯგუფის (რუსეთის დაქირავებული სამხედრო შენაერთის) ლოგოს ტარება უკანონო გახდება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს 6 სექტემბერს წარედგინება.
„მთავრობა დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფებას ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს და მისი აქტივების ხელში ჩაგდებას შეეცდება,“ - წერს BBC-ი.
კანონპროექტის მიხედვით, „ვაგნერის“ ჯგუფის მხარდაჭერა, მასში გაწევრიანება, მისი შეხვედრების მოწყობა ან ლოგოს საჯაროდ ტარება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სუელა ბრავერმანის განცხადებით, ვაგნერი "ძალადობრივი და დესტრუქციული" დაჯგუფებაა და "ვლადიმერ პუტინის სამხედრო იარაღს წარმოადგენს".
ივლისში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ვაგნერის“ ჯგუფის მიერ კონტროლირებულ „სამხედრო ერთეულთა ქსელის“ წინააღმდეგ უფრო მიზანმიმართული სანქციების დაწესება მოითხოვა.
მანამდე კი, 2020 წელს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „ვაგნერის“ ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს, ხოლო 2022 წლის მარტში - „ვაგნერის“ ჯგუფის ყველა წევრს.
მიმდინარე ზაფხულს, ასევე, სანქციები დაუწესდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალსა და სუდანში, „ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებულ პირებსა და ბიზნესებს.
0
0