დიცში 50 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება
30/09/2021
14:41
საზოგადოება
A-
+A
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში, ე.წ. ცხინვალის უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი. დამონტაჯდება ინდივიდუალური მრიცხველები.
სამუშაოებზე 530 500 ლარი დაიხარჯება. პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სასმელი წყლის სისტემის გაუმართაობის გამო, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, რომელიც გარდამავალია და 2022 წელს დასრულდება, 50 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ამ ეტაპზე, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დიცის გარდა, უფლისციხესა და შინდისის ერთ უბანშიც მიმდინარეობს.
0
0
212091
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%