
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს, თუმცა, ეს არის საპასუხო ქმედებები უკრაინის მიერ განცხორციელებულ დარტყმებზე.
ამის შესახებ პუტინმა კრემლში სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ისაუბრა.
"ახლა ბევრი ხმაურია ჩვენი დარტყმების შესახებ მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ.
მაგრამ ვინ დაიწყო ეს? ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს, ვინ ააფეთქა კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროგადამცემი ხაზები, ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? მილიონიანი ქალაქისთვის წყლის არმიწოდება – ეს გენოციდის აქტია.
ამაზე არავის არსად სიტყვა არ უთქვამს. სრული დუმილია. ჩვენ უბრალოდ უნდა განვაგრძოთ მოქმედება და გავაკეთოთ რაიმე საპასუხოდ. ხმაური, რომელმაც მსოფლიო მოიცვა ვერ შეგვიშლის ხელს, ჩვენი საბრძოლო მისიების შესრულებაში". - თქვა პუტინმა.
0
0