09/07/2025
10:34

„რა თქმა უნდა, მწამს, არა თუ მივიჩნევ, რომ საპროტესტო რესურსი გვაქვს ძალიან დიდი და ივანიშვილის ქმედებები და მისი ღალატი, რომელიც ასე ვთქვათ, გრძელდება... ვნახეთ ახლა, რომ საერთაშორისო ტრუბუნალს რუსეთის წინააღმდეგ არ დაუჭირეს მხარი - დამიჯერეთ, რომ ხალხის გაღიზიანება, აღშფოთება პრობლემა არ არის„- ამის შესახებ „რადიო სივრცის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „შუადღის სივრცეში“ ჩართვისას, „ნაციონალური მძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
წამყვანის რეპლიკაზე, რომლის თანახმადაც, „ხალხი ნაციონალური მოძრაობის პერიოდში რაც ხდებოდა, იმაზეც არის აღშფოთებული“- ფავლენიშვილმა უპასუხა:
„ნაციონალური მძრაობის დროს ქვეყანა, სადაც გადასახადები ვერ იკრიბებოდა და ხალხი სამმართველოებიდან ცვიოდა, ის ქვეყანა იქცა სახელმწიფოდ. კონკრეტული დანაშაულები და შეცდომები ამერიკაშიც ხდება და სხვა ქვეყნებშიც. ის, რომ ქვეყანაში არსებობდნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ, ეს რაღაც ნოუ-ჰაუ კი არ არის. ქვეყანა, რომელიც შეუმდგარი სახელმწიფო იყო და ნორვეგიის სტანდარტის დემოკრატია რომ ვერ დამყარდებოდა, ყველამ კარგად იცის. ეგ ფაქტი არაფერ შუაშია იმასთან, დღეს რომ ქვეყანას რუსეთისკენ წაიყვან და ანწუხელიძეს პიარისთვის შეწირულს დაუძახებ. მერე გვეტყვიან, რომ ორი მილიონი კვადრატული მიწა დაკარგა მათმა სუპერ-ძალოვანმა მინისტრმა, რომელიც მერე პრემიერ-მინისტრი გახადეს. შემდეგ 6 წლის მანძილზე გვეუბნებოდნენ, ერთი გოჯი მიწა არ დაგვიკარგავს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ქართველი ხალხი გაბრაზდება. მათ შორის, ასეულობით სტუდენტს რომ აწამებენ, აფურთხებენ პირში და თავ-ყბას დაალეწავენ და მერე ერთ კაცს არ დაიჭერენ, მაგაზეც აღშფოთდება“.- თქვა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე: „ანუ, ხალხის აღშფოთება-გაღიზიანების იმედზე ხართ?“ ფავლენიშვილმა უპასუხა:
„დიახ, ხალხის აღშფოთების იმედზე ვართ. ტრიბუნალის შექმნას მხარს რომ არ დაუჭერენ და ეს თუ არ აღაშფოთებს ხალხს, მაშინ არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს. მე მაქვს იმის იმედი, რომ ეს ხალხი ისედაც აღშფოთებულია და არასოდეს იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც ეს აღშფოთება გადაუვლის ხალხს იმიტომ, რომ უფრო და უფრო მეტ ცოდვასა და დანაშაულს სჩადიან. დიახაც, აღშფოთება ეროვნული ღირსებიდან გამომდინარეობს და ქართველ ხალხს რომ აქვს ღირსება, ამის მჯერა“ “. -განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0