03/12/2021
13:55
პოლიტიკა
„სააკაშვილის გუშინდელი მორიგი დაყვედრების პასუხად, 6,3 მილიონი გადავრიცხე, თქვენ რამდენი გადარიცხეთო, რომ დაიყვირა:
უცხოეთში გასული სტუდენტების რაოდენობა:
2007-2012 წლებში - 574;
2013-2021 წლებში - 8 101.
2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელმაც დღემდე, სტუდენტთა უცხოეთში სწავლების დასაფინანსებლად 44 მილიონი ლარი გადარიცხა.
ანუ დღევანდელმა ხელისუფლებამ 14-ჯერ მეტი სტუდენტი გაუშვა და 7-ჯერ მეტი თანხა გადარიცხა.
რა უნდა ქნან ახლა, უნდა გვაყვედრონ? ვალდებულები არიან და აკეთებენ. თქვენ კი მრჩევლები გამოცვალეთ.
2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში გამოფხიზლებულმა ნაცმოძრაობამ სასწაული დაპირება გასცა, ყოველ წელს საზღვარგარეთ 100 სტუდენტს დავაფინანსებთო. ყოველ წელს განათლების სახელმწიფო 900 სტუდენტს აგზავნის, 900-ს.
ახლა ხვდებით რამდენად აცდენილები ხართ რეალობას თქვენს მომხრეებთან ერთად?
P.S. 1. 2014 წელს ცენტრს ჰქონდა 3 სასტიპენდიო სქემა, დღეისათვის უკვე აქვს 12 სქემა და იგეგმება ახალი პროგრამების დამატება.
2. სააკაშვილის გამოსვლის და 9 მილიონია საქმის შეფასებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ”, - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.
0
0