
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი აცხადებს, სინოდის სხდომაზე ძირითადად შიდა საეკლესიო თემები და რეგიონში პოლიტიკური ვითარება განიხილეს.
„დღევანდელი სინოდის კრება, იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის ეტაპი. იყო საკითხები, რომელიც ეხებოდა ზოგადად ეკლესიის შიგნით მიმდინარე საკითხებს. ასევე საერთაშორისო მდგომარეობას და ამ კონტექსტში საქართველოს ადგილსა და როლს. ასევე, იყო შიდა საეკლესიო მოწყობის და განათლების მიმართულებით. ასევე, საეკლესიო ტრადიციისა და წესების - ასე ვთქვათ შეჯერებისა და ერთგვაროვნების მიმართულებით. მღვდელმთავრები ვიყავით ერთნი - ერთსულოვანი. ასევე, ვიმსჯელეთ საზღვარგარეთ არსებული ქართული ეპარქიების შესახებ. კრება იყო ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი შეჯამებები გაკეთდა. ეს ყველაფერი აისახება სინოდის განჩინებაში და ყველას შეეძლება ნახოს „ - განაცხადა მიტროპოლიტმა.
0
0