16/04/2024
21:54
პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს, 12 საათზე გაგრძელდება. ამ საკითხს “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია გამოეხმაურა:
“ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ასე ვთქვათ საორგანიზაციო კომიტეტთან და გულწრფელად ვამბობ, დღევანდელი ამოცანა მნიშვნელოვნად არის შესრულებული - ოცნებამ კანონი დღეს ვერ მიიღო და მოუწიათ გაპარვა ეზო-ეზო, შუკა-შუკა, შარა-შარა, ბოსტნის ქურდი კურდღლებივით გაიპარნენ. ასე მოუწევთ სულ, მიიღებენ კანონს, კიდევ უარესი დაემართებათ. ამიტომ, ჯობია დაანებონ თავი მაიმუნობას და მოემზადონ არჩევნების წასაგებად მშვიდად. ეს ქვეყანა წავა ევროპისკენ მათ გარეშე, თუ მათთან ერთად, მაინც წავა და არ ურჩევნიათ მათთან ერთად წავიდეს. თუ ეგრე არ მოხდება, მათ გარეშე წავალთ.” - განაცხადა ნიკა გვარამიამ აქციაზე.
ამ წუთებში პარლამენტთან აქცია კვლავ გრძელდება.
0
0