
"მგონია, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ რაღაც მოხდება, თითქოს ჭკუის სასწავლებელი ამბავი და არაფერი არ იცვლება ამის შემდეგ. თითქოს, 4 ოქტომბერი არაფერი არ ყოფილა და, თითქოს, ეს არავის პასუხისმგებლობა არ ყოფილა," - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც რაღაც ფორმით მონაწილეობა მიიღო აქციაში, ხოლო კითხვები გეგმის შესახებ არ დასვა.
"ყველას სხვადასხვა ზომის პასუხისმგებლობა აქვს მაგრამ, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა არის ყველასი, - რომელიც კითხვას არ სვამდა: რა არის გეგმა? რომ მიდიოდა ვიღაც ადამიანი და ეუბნებოდა: 4-ში გამოდიო, - რას ვაკეთებთ იქო, რომ არ კითხულობდა და ისე გადიოდა; ჟურნალისტი, რომელიც აპიარებდა ამ ამბავს და 4-ში მოდით ხალხოო, ხალხს მოუწოდებდა ისე, რომ არ ეკითხებოდა ვიღაცას; - ხაბე ისე დაიჭირეს, რომ არავინ არ ჰკითხა, რა გეგმა გაქვსო.
მერე უცებ აღმოჩნდა, რომ არჩევნების დღეს, ვიღაც პრეზიდენტის სასახლესთან წავიდა და ვიღაც რუსთაველზე დარჩა, არჩევნები მორჩა, დაიჭირეს 50 კაცი. რატომ არაფერი მოხდა, გეგმა სად იყო [როცა კითხულობ], - გეუბნებიან, რომ თურმე, ლილუაშვილმა გიღალატა. ეს რომ წინასწარ ყოფილიყო ნათქვამი, იგივე ტელევიზიას ან სხვა ტელევიზიას ეთქვა, ლილუაშვილის იმედი გვაქვსო, შეიძლებოდა ნორმალური ადამიანი გასულიყო მიტინგზე იმის იმედად, რომ ლილუაშვილი გადავიდოდა ხაბეს ან პაატა ბურჭულაძის მხარეს? ამის იმედად ხომ არავინ არ გავიდოდა? დღესაც, - ჩავლილია ყველაფერი, ხალხი ციხეში ზის, უკვე უნდა ირჩეოდეს, რა შეცდომა დავუშვით, - დღესაც არავინ კითხულობს, გეგმა რა იყო, რას უღალატა ბატონმა ლილუაშვილმა?" - აცხადებს იაგო ხვიჩია.
0
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
14/10/2025
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025