27/04/2022
15:42
პოლიტიკა
მინდა ჩვენს ხალხს სრული პასუხისმგებლობით მივმართო და განვუმარტო - მთელი ეს ვითომ სკანდალები, აჟიოტაჟი და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისთვის - რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს
„მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი. გახსოვთ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ჩემი რაღაც ბრალდებები, ამას დაემატა პირდაპირი დეკლარირებული აღიარება უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათ სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვაში და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.
სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა - როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ხალხს და ქვეყანას ომი და შედეგად ქვეყანა დაინგრა. დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0