20/06/2022
18:13
პოლიტიკა
ჩემი აზრით, დღეს არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა დააჩქაროს მთელი პროცესი, გამოიყენოს ეს მომენტი, შეასრულოს პირობები და იყოს ევროკავშირის გაფართოების ნაწილი, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაცია ძალიან კარგი გზამკვლევია, რომელსაც საქართველო უნდა მიჰყვეს.
„ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ევროპა აქტიურად ფიქრობს როგორ იმუშაოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და ასოცირებულ ტრიოსთან, ეს არის კეთილი ნების მაჩვენებელი. ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაცია ძალიან კარგი გზამკვლევია, რომელსაც უნდა მიჰყვეთ. იმედი მაქვს, საქართველო მიაღწევს წარმატებას“, – იან ლიპავსკიმ.
0
0