
ევროკავშირი-უკრაინის 24-ე სამიტი, რომელიც დღეს იმართება, პირველი იქნება, რომელშიც უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. სამიტს კიევი მასპინძლობს.
უკრაინა-ევროკავშირის სამიტები არის ევროპელი და უკრაინის უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ტრადიციული შეხვედრა. ისინი იმართება, თითქმის, ყოველწლიურად, 1997 წლიდან მოყოლებული, უკრაინასა და ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში და საშუალებას აძლევს მხარეებს, შეაჯამონ გასული წლის თანამშრომლობის შედეგები და განსაზღვრონ მომავალი პრიორიტეტები.
წინა, 23-ე სამიტი გაიმართა 2021 წლის 12 ოქტომბერს კიევში. ღონისძიება გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი. თუმცა, შეიცვალა მისი გამართვის თარიღიც და ადგილიც - კვლავ გადაწყდა, რომ სამიტი უკრაინის დედაქალაქში 3 თებერვალს გამართულიყო.
0
0