05/06/2023
09:12
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, დღეს საქართველოს სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვევიან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის დელეგაცია სალომე ზურაბიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და შალვა პაპუაშვილს შეხვდება. მსჯელობის მთავარი თემები იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება.
ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი და შალვა პაპუაშვილი ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ასევე დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.
„ნამდვილად დიდი დატვირთვისა და მნიშვნელობის შეხვედრა არის, რადგან განხილული იქნება კანდიდატის სტატუსი და ის გამოწვევების, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინაშე დგას. თავისთავად, პარლამენტის თავმჯდომარე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების სურვილზე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ ახლა მაინც სამართლიანად მიიღოს“, - აცხადებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.
0
0