23/12/2024
15:17
პოლიტიკა
"დღეს საზოგადოების დაკვეთა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა და თუ რაიმე უნდა დაიდოს მოლაპარაკების მაგიდაზე "ქართული ოცნების" მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს საკითხია", - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინიციატივას გამოეხმაურა.
"თარიღების კონკრეტიზაცია ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ამის უკან რაღაც კონკრეტული გეგმები იყოს. ამიტომ, სანამ სრულად არ გვეცოდინება ჩვენ ეს ინფორმაცია, მანამდე ძნელია რაღაც შეფასებები გავაკეთოთ. თუმცა აქცენტები სწორად იყო დასმული, რომ დღეს საზოგადოების დაკვეთა არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და თუ რაიმე უნდა დაიდოს მოლაპარაკების მაგიდაზე "ქართული ოცნების" მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს საკითხია, პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" ლიდერებსა და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მივიდნენ ორბელიანების სასახლეში და გაიმართოს მსჯელობა ახალ არჩევნებზე. ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნების დანიშვნის თარიღი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე.
0
0