28/04/2023
08:55
პოლიტიკა
დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა. დიპლომატი ქართველ კოლეგას როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. იგეგმება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებაც.
ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც.
აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. 26-28 აპრილს, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე ეწვევა აზერბაიჯანს და სომხეთს.
„ვიცით, რომ საფრანგეთს ყოველთვის ჰქონდა საკმაოდ მოკრძალებული პოზიციები ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობა, მათთან პოლიტიკური დიალოგი და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც არის საფრანგეთის მხრიდან მათი მხარდაჭერის გამოხატულება, მათი მხრიდან საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმის გამოხატულება და ასევე, კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ გვქონდეს დიალოგი საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე,“ - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.
0
0