
დღეს საკრებულომ დედაქალაქის მერს თბილისის მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით თანხმობა უნდა მისცეს. სხდომაზე კახა კალაძე მოხსენებით წარდგება. თბილისის მერი ისაუბრებს კონკრეტულ პროექტებზე და თბილისის განვითარების გეგმაზე. იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმიც.
"დედაქალაქის მერი წარდგება საკრებულოს წინაშე მოხსენებით, ის წარმოადგენს მთავრობას, შემდეგ იქნება კითხვების დასმის რეჟიმი, შეფასებების რეჟიმი და ბოლოს დასრულდება კენჭისყრით. დედაქალაქის უმრავლესობამ "ქართულ ოცნებას" და მის კანდიდატებს, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს გამოუცხადა ძალიან მაღალი ნდობა. შესაბამისად, ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრა თითოეულ ჩვენთაგანს დედაქალაქის მერთან ერთად, აუცილებლად მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება", - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე.
0
0
 
             
             
             
             
             
            