-share.jpg)
„კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს მომხდარი ტერაქტის გამო რუსეთში დღეს გლოვის დღეა. 24 მარტი გლოვის დღედ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ გამოაცხადა. მან საკონცერტო დარბაზში მომხდარს სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა.
პუტინმა მოსახლეობისადმი მიმართვაში მიუსამძიმრა ყველას, ვინც „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად ახლობელი ადამიანი დაკარგა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს და განაცხადა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ დაშავებულების გადასარჩენად.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტერორისტებს შურისძიება ელით და შემსრულებლებიც, დაკვეთებიც და ორგანიზატორებიც სამართლიან სასჯელს მიიღებენ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა. კლინიკებში 121 ადამიანი იყო განაწილებული. ტერაქტის შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულებიდან სამი ბავშვი და ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტის საქმეზე 11 ადამიანი, მათ შორის ტერაქტის ოთხივე უშუალო შემსრულებელი დაკავებულია.
0
0