
„მეორე რაუნდი დღეს საღამოს გაიმართება. დელეგაციების შემადგენლობა არ შეიცვლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ეტაპზე უცნობია რა მოთხოვნებს წაუყენებს ოფიციალური კიევი მოსკოვს. ამასთან, ასევე უცნობია, სად შედგება მხარეების მორიგი შეხვედრა.
უკრაინული მხარის დელეგაციაში ფრაქცია „ხალხის მსახური“ ლიდერი დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი და რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი არიან.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის დელეგაციას წარმოადგენენ რუსეთის ელჩი ბელარუსში ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
0
0