24/01/2025
15:08
მსოფლიო
დღეს რომ ხმის მიცემა იმართებოდეს იმაზე, უნდა გახდეს თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრი, პასუხი არის: „ცხადია, არა“, რადგან დღეს უკრაინა არანაირად არ ასრულებს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ პირობებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, შეუსრულებელი პირობების სია გრძელია, ერთ-ერთი კი ეროვნული უმცირესობების უფლებებია.
„არ მინდა, გრძელი სია მოგცეთ, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზს გეტყვით : ეროვნული უმცირესობების უფლებები. ფაქტი ისაა, რომ უნგრეთის ეროვნული თემის უფლებები სასტიკად ირღვევა ბოლო ათზე მეტი წლის განმავლობაში. ცხადია, ეროვნული უმცირესობების უფლებების უგულებელყოფა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, - აღნიშნა სიიარტომ.
0
0