16/11/2024
15:40
პოლიტიკა
დღეს ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რითაც უკვე ოფიციალურად გაფორმდა „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის გამარჯვება, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის.
„გილოცავთ. ისტორიული გამარჯვება უკვე ოფიციალურად გაფორმდა. დღეს ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რითაც უკვე ოფიციალურად გაფორმდა „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა, რითაც არა მხოლოდ უსამშობლო ოპოზიციას, არამედ მთელ მსოფლიოს მკაფიოდ განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება“, – წერს სოზარ სუბარი.
ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მონაცემები წარადგინეს. 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 53,93 პროცენტი მიიღო და 89 მანდატი მოიპოვა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024