
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე მონიტორინგის პროცესში იზრდება პერიმეტრი და მონიტორნგი ამბროლაურის ტერიტორიაზე განხორციელდება.
მისივე თქმით, შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში.
„მდინარეზე მონიტორინგი სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან ხორციელდებოდა. ახლა უკვე ვსაუბრობთ პერიმეტრის გაზრდაზე. ამ დროისთვის ჩვენ 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგზე, თუმცა დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან 54-კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის უკვე ამბროლაურის ტერიტორია. ვეცდებით, მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ამასთან, როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეს ნაპოვნი ცხედარი სწორედ მონიტორინგის შედეგად არის ნანახი.
„ცხედარი წყალს არ გამოურიყავს, ნაპოვნია მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრის მოშორებით. მდინარე მეტ- ნაკლებად დაწეულია, შესაბამისად, რიონის კალაპოტში გამოჩნდა პატარა კუნძულები, სადაც მოგროვებულია დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, ხის მორები და ამ ყველაფრის გადამოწმებით მივიღეთ ეს შედეგი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მონიტორინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სამძებრო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ეს იქნება 54-კილომეტრიანი პერიმეტრი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
0
0