22/12/2022
11:02
ეკონომიკა
დღეს ნამდვილად ისტორიული ვიზიტია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში. ჩვენი მთავარი მიზანი იყო და ამ ვიზიტის მთავარი შედეგი არის ჩვენი კიდევ უფრო გაძლიერებული და გაღრმავებული ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ყურის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოწმობს ამას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრების ფარგლებში განისაზღვრა ყველა ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესშია.
„ვიზიტს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დატვირთვა. ორმხრივი შეხვედრის დროს ტახტის მემკვიდრესთან, პრემიერ-მინისტრთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვა.
ჩვენ ამ შეხვედრების ფარგლებში შევეცადეთ, განგვესაზღვრა ყველა ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც არის ინტერესი ორივე ქვეყნის და ჩვენ ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას.
ჩვენ შესაბამისმა სამინისტროებმა მივიღეთ დავალება, რომ აქტიურად გავაგრძელოთ კოორდინაცია, იმ შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომელიც ორ ქვეყანას აქვს სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, თუ სხვა და ამ მიმართულებით როგორც ეკონომიკის სამინისტროები, ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩავერთვებით პროცესში და შევუწყობთ ხელს მჭიდრო კოორდინაციას იმისთვის, რომ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც განსაზღვრა ორმა ლიდერმა, ძალიან დროულად მოხდეს მათი რეალიზაცია და ძალიან დროულად იგრძნოს ორმა ქვეყანამ ამ თანამშრომლობის შედეგები,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024