18/04/2023
09:14
პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრაზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. პარტიაში ფიქრობენ, რომ ექსპრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესების შესწავლა აუცილებელია და იმედი აქვთ, რომ საკითხს სხვა ოპოზიციონერების მხარდაჭერაც ექნება.
"პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მნიშვნელოვანი საკითხი, იმისთვის, რომ რეალურად ამ საქმეზე მოცემულობა და ჭეშმარიტება დადგინდეს, დადგინდეს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან პრეზიდენტ სააკაშვილის წამებაში, ამიტომ ეს საკითხი პარლამენტის სესიაზე ჩვენი მხრიდან დადგება და ბუნებრივია მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერას აღნიშნულ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენ ველით", - თქვა დეპუტატმა, ანი წითლიძემ.
დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრაზე დადგება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც.
0
0