
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება.
დღევანდელი განხილვა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს შეეეხება.
პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
ჯერჯერობით უცნობია, ჩაერთვება თუ არა დისტანციურად მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სხდომას.
პროცესი 11:00 საათზეა დანიშნული.
"დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ვართ. გამოძახებული გვყავს მოწმეებად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ბატონი მღებრიშვილი და იმედი გაქვს, რომ ის სასამართლოზე გამოცხადდება, მოლოდინი გვაქვს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩართვას პროცესზე, ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს თუ არა ამის შესაძლებლობას უშუალოდ პროცესის წინ გახდება ცნობილი", - ამბობს ადვოკატი, ბექა ბასილაია.
0
0