დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება. პროცესის პარალელურად კი სამოქალაქო აქტივისტები სასამართლოსთან შეკრებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამასთან, ლაზარე გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის არ გამორიცხავს, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართოს.
0
0