
დღეს კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2024“ იმართება. დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. მას შემდეგ, სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება. ღონისძიებაზე სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი იღებს მონაწილეობას.
დღეს დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხა დიდი და მრავალფეროვანია. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების, გურული მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დღესვე მოხდება დოღში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ბახმაროში იმყოფებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ორგანიზატორების განცხადებით, ტრადიციული დოღისა და სახალხო დღესასწაულის მოწყობა ტურიზმის განვითარებასა და კურორტ ბახმაროს განვითარებას ისახავს მიზნად.
მოგვიანებით გაიმართება კონცერტი ჩოხატაურელი მომღერლების მონაწილეობით. დღის დასასრულს მოეწყობა ფოიერვერკი. ბახმაროს სტუმრებს ელექტრონული მუსიკის მოსმენა გვიან ღამემდე შეეძლებათ.
0
0
ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
25/04/2025