
დღეს ღიმილის საერთაშოისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერს, თაკო ჩარკვიანს მიმართა:
“ქალბატონო თამარ, სხვათა შორის, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ გაიღიმოთ. მაშინ, როდესაც სხვები რაღაცაზე გაიცინებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და ზრდილობაზე ნუ მიგვითითებთ, თუ შეიძლება. ძალიან მეორეხარისხოვანი საკითხია, მაგრამ ზრდილობის პრობლემები თავად მოიკითხეთ. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამის თქმა მიწევს. და ადამიანი რომ გაიცინებს და უკვე ამაზე ჩაფრენილები ხართ, არგუმენტები არაფერთან დაკავშირებით რომ აღარ გაქვთ, ეს არის ამის დასტური და თუ შეიძლება, ზრდილობაზე მითითებისგან ცოტა თავი შეიკავეთ.” - მიმართა მდინარაძემ თაკო ჩარკვიანს.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: "მე მგონი, ზრდილობაზე აქ ერთი ტრენინგი არ აწყენდათ".
0
0