დღეს გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ტურნირის გახსნით მატჩში, ტრადიციულად მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
იულიან ნაგელსმანის გუნდის მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იქნება. მატჩი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.
ტურნირს გერმანია უმასპინძლებს და ვილი სანიოლის გაწვრთნილები სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს გამართავენ და "დორტმუნდის" საშინაო არენაზე 81 365-იანი ტევადობის Signal Iduna Park-ზე თურქეთს დაუპირისპირდებიან.
"ჯვაროსნები" მეორე შეხვედრას უკვე ჰამბურგში 22 ივნისსVolksparkstadion-ზე ჩაატარებენ, რომელსაც შეუძლია 57 274 ადამიანს უმასპინძლოს.
მესამე მატჩს კი უკვე პორტუგალიასთან გელზერკირხენის Veltins Arena 26 ივნისს უმასპინძლებს - ტევადობა 62 271 ადამიანი.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან ძირითად და დამატებით დროში 0:0 ითამაშა, პენალტებში 4:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
0
0