
USAID-ის თანამშრომლები სააგენტოს სათავო ოფისს ტოვებენ. "როიტერის" ინფორმაციით, მათ საკუთარი ნივთების შესაგროვებლად 15 წუთი მისცეს. ტრამპის გადაწყვეტილებით, თეთრი სახლი წყვეტს საგარეო პროექტების 90 პროცენტზე მეტის დაფინანსებას. საკითხზე იმსჯელეს წარმომადგენელთა პალატაში.
კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა USAID-ის თანამშრომლების საქმიანობის გამოძიება დაანონსა. რესპუბლიკელმა კანონმდებელმა თქვა, რომ USAID მსოფლიოს მასშტაბით ტვინის გამორეცხვის მანქანად გამოიყენებოდა, რომ განვითარებად სახელმწიფოებში რადიკალური სოციალური დღის წესრიგი გაეტარებინათ.
"რატომ ჩავიდა USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი უნგრეთში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად, როდესაც უნგრეთი მყარი დემოკრატიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია. რატომ აფინანსებდა USAID ჯორჯ სოროსის "ღია საზოგადოებასთან" ერთად განვითარებად მსოფლიოს ქვეყნებში რადიკალურ სოციალურ პროგრამებს. რატომ მონაწილეობს USAID რუმინეთის არჩევნების გაუქმებაში, რატომ მონაწილეობს ალბანეთში სასამართლოს ცვლილების დაფინანსებაში, რის შედეგადაც ალბანეთის ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.
დღეს გავიგეთ, რომ USAID-ი დემოკრატიის მიერ გლობალისტური იდეების საშუალებით, მსოფლიოსთვის ტვინის გამორეცხვის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა იმისთვის, რომ მთელს მსოფლიოში რეჟიმების ცვლილება მოახდინოს. თუ USAID-ი ტერორიზმს აფინანსებდა, რამაც ამერიკელების სიკვდილი გამოიწვია, ეს კომიტეტი დაიწყებს სამართლებრივ პროცესს. USAID-ის დაფინანსება უნდა გაუქმდეს", - ამბობს ტეილორ გრინი.
0
0