
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
კომისიაში წარმოდგენილია უკლებლივ ყველა მინისტრი, თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც აგრეთვე თავიდანვე ჩართული იყვნენ ამ პროცესში.
„იმედი გვაქვს, რომ კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან, დაჯგუფებებიდან თუ ფრაქციებიდან აქტიურად ჩაერთვებიან და დაეხმარებიან საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებაში, ყოველ შემთხვევაში, ხელს მაინც არ შეგვიშლიან ამ საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წელი საარჩევნო წელია და მათი ისედაც განულებული რეიტინგი საერთოდ განადგურდება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრაველესობის წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა.
0
0