22/06/2022
14:49
პოლიტიკა
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ დებატები გაიმართება. ევროპელი დეპუტატები რეზოლუციას მიიღებენ, რომლის პროექტიც უკვე ცნობილია.
ყველა პოლიტიკური პარტია მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომელიც 17 ივნისს გაიცა. საუბარია იმაზე, რომ ლიდერებმა გაითვალისწინონ უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პირობების გათვალისწინებით და თითქმის ყველა რეზოლუციის ტექსტი იმეორებს ერთსა და იმავე ჩანაწერს - „გაგრძელდეს მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ, პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, აუცილებლად მიიღოს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე და საბაზისო დოკუმენტად გამოიყენებენ ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშებს. დებატები დასრულდება რეზოლუციის მიღებით, რომელიც ასევე დაეგზავნება ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს როგორც სახელმძღვანელო.
0
0