
დღეს დიდგორობა აღინიშნება.
1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია.
დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
ღონისძიებები, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტრადიციულად, ყოველ წელს ტარდება, წელს, კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო არ გაიმართება.
დღესვე, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანანია ჯაფარიძე, დიდგორის ველზე მიცვალებულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
“გილოცავთ დიდგორობას – საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაშია ნათქვამი. მისი თქმით, ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნიშანსვეტი, არამედ ქართველთა იდენტობის, მომავალ გამარჯვებათა რწმენის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.
0
0