რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დავით აღმშენებლის ხსენებისა და პირველი უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით, მილოცვას ავრცელებს.
„დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია წმინდანად შერაცხულ მეფეს, დავით აღმაშენებელს იხსენიებს.
დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ხანა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
8 თებერვალს კავკასიისა და საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა მოხდა: 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დავით აღმშენებლის ხსენებისა და პირველი უნივერსიტეტის დღეს“, - ნათქვამია მილოცვაში.
0
0