15/10/2021
10:24
პოლიტიკა
მან თანადგომა გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა იმსხვერპლა.
„მინდა ძალიან ვთხოვო ყველას, ვისაც ადამიანობა და ჰუმანისტური იდეები რამედ უღირს, რომ სიტყვა რეჟიმს დღევანდელობასთან მიმართებაში ნურასდროს ნუ გამოიყენებენ. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ გავუფრთხილდეთ სიტყვა - რეჟიმს. რეჟიმში ჩვენ ვიცხოვრეთ და მას ჰყავდა თვითმხილველები. ის თვითმხილველები დღეს არიან ცოცხლები, ბევრი აღარ არის. რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლი. დღეს იცით, რატომ არის ჩემთვის აუტანლად მძიმე დღე? დღეს დავინახე, რომ ჩემი თანამემამულეები შემოიჭრნენ ჩემს ცხოვრებაში და მითხრეს, რომ შენ ხარ ბრმა, ყრუ და არ გაქვს მეხსიერება. შენ არ გახსოვს, არაფერი არ იცი. ის არ იყო რეჟიმი, ის იყო აღმშენებლობა. ამას მეუბნებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ მე იმ რეჟიმის სიმბოლო, ნიკა კვინტრაძე დავივიწყო - მოკლული ადამიანი, სახურავზე შემოგდებული. ეს არაა ფიზიკური განადგურება, ეს არ არის უბრალოდ მოკვლა, ესაა მისი ღირსების შელახვა“, - განაცხადა თამარ ცაგარეიშვილმა.
0
0