
18 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ, ისტორიულ მატჩს გამართავს. სიმბოლურია, რომ ეს დღე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დაბადების დღეს დაემთხვა.
დღეს, ქართული სპორტის ქომაგების დიდი ნაწილია გერმანიაშია, რომ ადგილზე უგულშემატკივროს ნაკრებს და სტადიონიდან გაამხნეოს. მათ შორის არის დავით ყიფიანის ვაჟი გიორგი ყიფიანი. ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გიორგი სოციალურ ქსელში წერს:
,,დორტმუნდში ძალიან ბევრი ქართველია და ყველა მათგანი კონკრეტული მისიით არის ჩამოსული. - ყველამ იცის რომ დღეს ბრძოლის დღეა და ამ ბრძოლაში ყველას ჩვენი როლი გვაქვს. 90 წუთით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიქნებთ ერთნი ისე როგორც ვიყავით 26 მარტს, ისე როგორც წესით ყოველთვის უნდა ვიყოთ როდესაც ქვეყანას ეს სჭირდება.
დიდი მადლობა ყველას ვინც ამ წარმატების მიღწევაში წვლილი შეიტანა. ფებურთელებს, მწვრთნელებს, ფედერაციას, გულშემატკივარს. ყველას ვინც ამ წერტილამდე მოგვიყვანა.
დღეს დათოს დაბადების დღეა და ვიცი რომ ამაზე დიდ საჩუქარს ვერასდროს ვერ ინატრებდა."
დღეს დავით ყიფიანს, 73 წელი შეუსრულდებოდა
0
0