27/04/2023
12:18
პოლიტიკა
"დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და სწორედ, ამ მონაპოვარს არცერთ შემთხვევაში არ დავთმობთ" - ამის შესახებ, კონსერვატიული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და სწორედ ამ მონაპოვარს, არც ერთ შემთხვევაში არ დავთმობთ,სწორედ ამ აზრს ემსახურება 30 აპრილს დაანონსებული შეხვედრა. ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გააჟღერებს მთავარ გზავნილს რაც გამოიხატება შემდეგში, რომ საქართველოს და მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისთვის რომ გამოგვეცვალა ბატონი და ეს ბატონი მოსკოვში იჯდებოდა ბრიუსელში,თუ ვაშინგტონში ქართული საზოგადოება ამ არჩევანს არ აკეთებდა,მაშინ როდესაც საკუთარი სისხლითა და შრომით იბრძოდა თავისუფლებისათვის.” - განაცხადა შაქარიშვილმა.
ვატო შაქარაშვილის განცხადებით, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით გარკვეული პოლიტიკური ძალები, საქართველოში არეულობის შემოტანას ცდილობენ. მისივე თქმით, არავის აქვს უფლება კითხვის ქვეშ დააყენოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაცია.
"საქართველოს, მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისათვის, რომ გამოგვეცვალა ბატონი და ის ბატონი, მოსკოვში იჯდებოდა, ბრიუსელში თუ ვაშინგტონში, ამ არჩევანს არ აკეთებდა ქართული საზოგადოება, მაშინ როდესაც სისხლით და შრომით იბრძოდა. ფარსია, ჩვენი ქვეყნის გარედან მომავალი განცხადებები დემოკრატიასთან დაკავშირებით. არანაირი დემოკრატიის განვითარება მათ ჩვენს ქვეყანაში არ სურთ, მათ სურთ "საელჩოკრატიის" დამყარება, ეს არის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამას, ქართული საზოგადოება მშვიდად ვერ უყურებს და სწორედ ამიტომაც 30 აპრილს შეიკრიბება. ის საზოგადოება, ის ნაწილი იქნება სწორედ იმ ხალხის ხმა, ვინც ყოველდღიურად თავის საქმიანობაში, ამ პრინციპებით ცხოვრობს", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
0
0