
ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან დაახლოების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ კიევი თბილისის მაგალითს მიჰყვება. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს.
„საქართველო - ნახეთ რა მოხდა. დღეს წავიკითხე, უკვე არ გამორიცხავენ, რომ აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა. დღეს ჩვენს ბაზარზე არა მარტო ღვინოებს ყიდიან, არამედ სხვა პროდუქტებსაც, რომლებიც ვერსად წაიღეს. არც ევროკავშირმა მიიღო და არც ამერიკამ. იქ თავისიც საკმარისად აქვთ. სად მივიდნენ? მოვიდნენ ჩვენთან და რუსეთში. ჩვენ საქართველოსთან ადრეც ვთანამშრომლობდით. აი, გზა, რომელსაც გაივლის უკრაინაც, მაგრამ გვჭირდება კი ეს რთული გზა? არა" - განაცხადა ლუკაშენკომ ტელეკომპანია "მირთან" ინტერვიუში.,
"უკრაინელები შეეცადნენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. გონიერი ხალხი მოვა, ისინი არ ჩამოშორდებიან ჩვენს გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ უკრაინა ჩვენთან იქნება", - აღნიშნა მან.
ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს (EAEU) „აკვირდებიან“.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025