
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ინტერი" დაუპირისპირდებიან.
ფინალს სტამბოლი მასპინძლობს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ გადაწყდა მატჩის არბიტრიც.
უეფა მზად იყო, შეეცვალა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დანიშნული პოლონელი არბიტრი შიმონ მარცინიაკი.
საქმე ეხებოდა 42 წლის რეფერის (რომელმაც ბოლო მუნდიალის ფინალი იმსაჯა) სიტყვით გამოსვლას ულტრამემარჯვენეთა მიტინგზე, რომელშიც სლავომირ მენცენიც მონაწილეობდა - ჰომოფობიური და ანტისემიტური შეხედულებებით ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსი.
უეფა-ს სპეციალურმა კომიტეტმა მარცინიაკისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა. მან ევროფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ბოდიში მოუხადა, რის შემდეგაც საბოლოოდ დამტკიცდა ფინალის არბიტრად.
0
0
საბა ბუაძე: "ლელო" ფორმალურადაც დავტოვე
10/09/2025